დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ ტაქსების რეფორმასა და მის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. მისი ინფორმაციით, ამჟამინდელი მონაცემებით, A კატეგორიაში 13 ათასზე მეტი ტაქსია გაწევრიანებული. კალაძე იმედოვნებს, რომ ეს რიცხვი მომდევნო თვეებში კიდევ უფრო გაიზრდება.
გარდა ამისა, თბილისის მერის ცნობით, ტაქსებისთვის ამ დრომდე ჯამში გაცემულია ქიმწმენდის 500 მდე ვაუჩერი.