თბილისის მერი კახა კალაძე მმართველი გუნდის 2019 წლის მთავარ შეცდომად რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის პარლამენტში შეყვანას და სპიკერის სავარძელში ჩაჯდომას ასახელებს. კალაძემ 2019 წელი ჟურნალისტებთან შეაჯამა და აღნიშნა, რომ ეს წელი რთული, საინტერესო და წარმატებული იყო. თბილისის მერი ამბობს, რომ ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა და რაც მოსახლეობას დაპირდა ხელისუფლება პროექტების სახით, დიდი ნაწილი დამთავრებულია. კალაძე ასევე მიიჩნევს, რომ 2020 წელი საკმაოდ საინტერესო იქნება.