თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, 2012 წლიდან ვერ დასახელდება ვერც ერთი ფაქტი, რომ სახელმწიფო რომელიმე ბიზნესს ატერორებდეს ან ზეწოლაში ჰყავდეს.ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს კომპანია "ფრესკოს" დამფუძნებლის მიმართვასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, თუ ვინმე კანონსაწინააღმდეგოდ მოქმედებს, სამართალდამცავი ორგანოები დაინტერესდებიან. ცნობისთვის, კომპანია "ფრესკოს" დამფუძნებელი, ბიზნესმენი ვასილ სოფრომაძე პოლიტიკოსებს მიმართავს. ვიდეომიმართვაში სოფრომაძე ბიზნესისადმი ხელისუფლების დამოკიდებულებას მწვავედ აკრიტიკებს და პოლიტიკოსებს გონზე მოსვლისკენ მოუწოდებს.