"განათლების რეფორმის ფარგლებში, მომავალ წელს თბილისის ბაგა-ბაღებში უამრავი პროექტია დაგეგმილი" - ამის შესახებ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს უფროსმა, გასართობ ცენტრ "რია-რიაში" საახალწლო ღონისძიებაზე განაცხადა. ღონისძიება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების შშმ სტატუსის მქონე ორასამდე აღსაზრდელისათვის გაიმართა. ცენტრში ადაპტირებული გარემო მოეწყო პატარებისთვის, რომელთაც საახალწლო საჩუქრები გადაეცათ. კახა გვანცელაძის თქმით, შშმ სტატუსის მქონე ბავშვებისთვის ჩატარებული ღონისძიება ინკლუზიური განათლების პროგრამის ერთ-ერთი პატარა ნაწილია.