კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელის, კახა ბექაურის განცხადებით, არასწორი ინტერპრეტაციაა, რომ კომისიას სასამართლოს გარეშე შეუძლია დროებითი მმართველის დანიშვნა. როგორც მან ჟურნალისტებთან განმარტა, სამივე შემთხვევაში, რომელიც კანონპროექტის ბოლო ვერსიაში დარჩა, დროებითი მმართველის დანიშვნა სასამართლოს კონტროლს ითვალისწინებს.
კანონპროექტი, რომელიც კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას სპეციალური მმართველის დანიშვნის უფლებას აძლევს, პარლამენტმა პირველი მოსმენით გუშინ დაამტკიცა.