კაკაოს მოყვარულთა ორგანიზმში დაბერების პროცესი მნიშვნელოვნად შენელებულია, - აცხადებენ გერმანელი მეცნიერები. ეს არომატული სასმელი ყოველდღიურად უნდა მიირთვათ, რადგანაც ის ასტიმულირებს კანის უჯრედების მეტაბოლიზმს და კანს ახალგაზრდობას უნარჩუნებს. კაკაო ერთ-ერთი ყველაზე ვიტამინიზებული სასმელია. მდიდარია A, PP, E და B ვიტამინებით, ასევე კალციუმით, რკინით, მაგნიუმით, კალიუმით, ფტორით, თუთიითა და სხვა მინერალებით. კაკაოში შემავალი მელანინი იცავს კანს მზის ულტრაიისფერი და ინფრაწითელი გამოსხივებისგან, ხოლო ამინმჟავა ტრიფტოფანი მთელ ორგანიზმს ჰმატებს ტონუსს.