22:42
28 თებერვალი, 2020, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
არცოდნა აკრძალულია
კაკაო შეიცავს ნივთიერებას, რომელიც რეაქციაში შედის ქიმიურ დანამატებთან და აზიანებს ორგანიზმს - წვრილი შრიფტის მიუხედავად, წაიკითხეთ შეფუთვა...
08-03-2019

კაკაო ის პროდუქტია, რომელიც უკვე დაფქვილი იყიდება, ამიტომ მისი ყიდვისას ეტიკეტზე დატანილი ინფორმაცია უნდა გაითვალისწინოთ. პირველ რიგში უნდა იცოდეთ, რომ კაკაოში ბევრი თუთია, მაგნიუმი, ფოსფორი, სპილენძი, ამინომჟავები და ვიტამინებია, რის გამოც ის ძალიან სასარგებლო პროდუქტად ითვლება. კაკაო მარტივად და ძალიან მოკლე დროში აქვეითებს არტერიულ წნევას, თუმცა ეს თვისებები ნამდვილ და ხარისხიან კაკაოშია. კაკაოს შეძენისას უმჯობესია ისეთი პროუქტი აირჩიოთ, რომლის შემადგენლობაში მხოლოდ კაკაოა და არაფერი სხვა. ემულგატორები და არომატიზატორები კაკაოს სახიფათოს ხდის ადამიანის ჯანმრთელობისთვის, რადგან კაკაოში შემავალი ნივთიერება თეობრომინი რეაქციაში შედის  ქიმიურ დანამატებთან და აზიანებს ორგანიზმს. ასევე უმჯობესია, თუკი არჩევანს ისეთ კაკაოზე გააკეთებთ, რომელიც იხარშება და თავს შეიკავებთ ხსნადი პროდუქტის ყიდვისგან. ხარისხიანი კაკაო ცხიმიანი უნდა იყოს, რადგან რაც მეტია მასში ცხიმის შემცველობა, მით უკეთ ხდება ორგანისმის მიერ მასში სემავალი დადებითი ნივთირერებების შეწოვა. ამიტომ მიუხედავად წვრილი შრიფტისა, მოძებნეთ შეფუთვაზე დატანილი ინფორმაცია, კარგი კაკაო უნდა იყოს 15 პროცენტიანი ცხიმის შემცველობით.  რაც უფრო ცხიმიანია კაკაო, მით უფრო სასარგებლოა ის.  აქვე გაითვალისწინეთ, ცხიმიანი კაკაო არ იწვევს წონაში მატებას.  მნიშვნელოვანია ასევე კაკაოს მომზადების წესის გათვალისწინებაც. ის არ უნდა ხარშოთ დიდი ხნის განმავლობაში, საუკეთესოდ ითვლება კაკაო, რომელიც 2 წუთის განმავლობაში იხარსებოდა. პროდუქტის უფრო მეტი ხნით ხარშვა ანადგურებს მის დადებით თვისებებს და მავნეს წარმოშობს. ასევე კარგია თუკი კაკაოს ცხელი, ადუღებული რძით განაზავებთ და ისე მიირთმევთ, რადგან ასე კაკაოს დადებითი მოქმედებები უმჯობესდება.

იხილეთ გადაცემა სრულად

AutoPlay
რას არ უნდა შეიცავდეს ბავშვის მოვლის საშუალებები და როგორი უნდა იყოს უსაფრთხო, მაღალი ხარისხის პროდუქცია
02-10-2019
"არცოდნა აკრძალულია": ყველაფერი, რაც ჰიგიენური საფენების არჩევისა და მოხმარების შესახებ უნდა იცოდეთ
17-09-2019
"არცოდნა აკრძალულია" - როგორ ამოვიცნოთ ხარისხიანი შოკოლადი და როგორი უნდა იყოს მაღალი ხარისხის ტკბილეული?
03-09-2019
ყველის არჩევისა და შენახვის წესები; ხარისხიანი რძის პროდუქტების ცნობა - ყველაფერი ის, რისი "არცოდნა აკრძალულია"
30-07-2019
3 ყველაზე საყვარელი პროდუქტი, რომლის გარეშე ზაფხული წარმოუდგენელია - ყველაფერი ერთ ვიდეოში, რაც საზამთროს, ნესვსა და ნაყინზე უნდა იცოდეთ
09-07-2019
ახდენს თუ არა ცუდ გავლენას რეპროდუქციაზე და ენდოკრინოლოგიურ დაავადებებზე ნივთიერება, რომელიც დეოდორანტებშია? - გაიგეთ ცალკეული კვლევის შედეგები
08-07-2019
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები