კაკაოს შემცველი პროდუქტებისკვლევა გალე-ვიტენბერგისა მეცნიერებს იშვიათი ვიტამინის D2-ის აღმოჩენაში დაეხმარა, რომელიც არა მხოლოდ ასტიმულირებს ტვინის მუშაობას, არამედ აძლიერებს იმუნიტეტს.
სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ვიტამინ D2 კაკაოს მარცვლების მზეზე გამოშრობის დროს გროვდება, როდესაც ვიტამინი D ვიტამინ D2-ად გადაიქცევა.როგორც მეცნიერები ამბობენ, ყველა პროდუქტში ვიტამინის შემცველობა ერთნაირი არ არის. როგორც კვლევამ აჩვენა, კაკაოს ზეთი და მუქი შოკოლადი უფრო მეტ ვიტამინ D2-ს შეიცავს, ვიდრე თეთრი შოკოლადი.
ორგანიზმში ვიტამინ D2-ის ნაკლებობა რაქიტსა და ოსტეოპოროზს იწვევს, აგრეთვე ზრდის რესპირატორული ინფექციებით დაავადების რისკებს.