კაირო-თბილისი-კაიროს მიმართულებით რეგულარული ავიარეისები შესრულდება - Palitra News

კაირო-თბილისი-კაიროს მიმართულებით რეგულარული ავიარეისები შესრულდება

2017-09-25 12:41:16+04:00

ეგვიპტური ავიაკომპანია ეარ კაირო, რომელიც საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს, კაირო-თბილისი-კაიროს საჰაერო ხაზზე რეგულარული ავიარეისების შესრულებას იწყებს. საქართველოსა და ეგვიპტის დედაქალაქებს შორის რეგულარული ფრენები 2017 წლის 3 ნოემბრიდან დაიწყება. ავიარეისები კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ორშაბათსა და ხუთშაბათს, ეარბას ა320 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.

ახალი მიმართულების პარალელურად, ზამთრის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში ავიაკომპანია ეარ კაირო შარმ ელ შეიხიდან და ჰურგადიდან თბილისის მიმართულებით ფრენებს გააგრძელებს. ეარ კაირო ეჯიპტ ეარის წილობრივ საკუთრებაში მყოფ შვილობილ ავიაკომპანიაა, რომელიც დაბალ ტარიფიან მოდელზე დაფუძნებულ სერვისებს სთავაზობს მგზავრებს.