ესტონეთის ორმა უდიდესმა პოლიტიკურმა პარტიამ მიაღწია შეთანხმებას ახალი მთავრობის შექმნის შესახებ, რომელსაც, ესტონეთის ისტორიაში პირველად, ქალი პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ოპოზიციური, ცენტრისტულ-მემარჯვენე „რეფორმის პარტიისა“ და მმართველი მემარცხენე „ცენტრისტული პარტიის“ პარტიულმა საბჭოებმა მხარი დაუჭირეს ერთიანი მინისტრთა კაბინეტის შექმნას, რომელსაც „რეფორმის პარტიის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი და პარტიის თავმჯდომარე კაია კალასი უხელმძღვანელებს.
ცნობისათვის, ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდმა კაია კალასს მთავრობის ფორმირება მას შემდეგ დაავალა, რაც მისმა პარტიამ, „რეფორმის პარტიამ“, 2019 წლის არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა.