ესპანეთში, გრანადის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობით შეკრებილმა საერთაშორისო მეცნიერთა ჯგუფმა, სხვადასხვანაირი 112 ქვითრის და ბილეთის ნიმუში შეისწავლა ბრაზილიიდან, ესპანეთიდან და საფრანგეთიდან. კვლევის თანახმად სპეციალისტები ამბობენ, რომ ქაღალდის ქვითრების 90% ისეთ ნივთიერებებს შეიცავს, რომელიც სიმსივნეს იწვევს. მათი თქმით, ქვითრები კეთდება "თერმული ქაღალდისგან", რომელიც ბისფენოლ A-ს შეიცავს. ქაღალდის წარმოებისას ბისფენოლ A ემატება იმისთვის, რომ მასზე დაბეჭდილი უფრო მკვეთრად ჩანდეს და დამატებითი მელნის გამოყენება საჭირო არ იყოს. ბისფენოლ A-ს ადამიანის ორგანიზმში სხვადასხვა სახის სიმსივნის, უშვილობის, აუტიზმის, ყურადღების დეფიციტის სინდრომის, ასევე ჰიპერაქტიულობის, სიმსუქნის, დიაბეტის გამოწვევა შეუძლია.