ქუთაისში, კაფე "სავანეს" მეპატრონეებმა მერიასთან ბამბუკები მიიტანეს. კაფეს მეპატრონეების განცხადებით, ქუთაისის მერია მათ განუმარტავს, რომ "სავანემ" წლების წინ ბამბუკების კონსტრუქცია შეიძინა და მათ იმ მიწის ნაკვეთის ფლობის უფლება არ აქვთ, რაზეც კაფე მდებარეობს.
მერიასა და კაფეს მეპატრონეებს შორის დავა მიმდინარეობს, კაფეს შენობაზე გაკრული პლაკატების გაკვრის გამო მერიამ მეპატრონეები 3000 ლარით დააჯარიმა. აქციის მონაწილეებმა კაფეს შენობაზე ქუჩის ნომერი გააკრეს, რაც მათი თქმით, კაფეს რეალური მისამართია.