ჩრდილოეთ კაროლინაში, უილმინგტონში მდებარე ეს კაფე ნამდვილად გამორჩეულია. Bitty & Beau-ში დსააქმებული ყველა ადამიანი შეზღუდული შესაძლებლობისაა. ბენ და ემი რაითებმა ეს კაფე მას შემდეგ გახსნეს, რაც აღმოაჩინეს, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების 70% დაუსაქმებელია. კაფეში მომუშავე უმეტესი თანამშრომლისთვის ეს პირველი სამუშაო ადგილია. კაფეში დაუნის სინდრომის, ცერემბრალური დამბლისა და აუტიზმის სპექტრის მქონე ადამიანები მუშაობენ. ბენსა და ემის სურთ თანამშრომლებს საკუთარი შესაძლებლობების განვითარებასა და რეალიზებაში დაეხმარონ, ისეთ სამსახურში დასაქმებით, სადაც მათ საზოგადოებასთან კომუნიკაციისა და ანაზღაურების გამომუშავების შესაძლებლობა აქვთ კაფეს თანამშრომლები ესალმებიან კლიენტებს, იღებენ და ამზადებენ შეკვეთებს.