ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე, როგორ იწვის ავტობუსი ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტობუსი დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც თვითმხილველებმა განაცხადეს, ავტობუსში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა.ხანძრის გამო, ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე სატრანსპორტო მოძრაობა შეფერხებული იყო. ავტობუსი მთლიანად დაიწვა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია.