ზუგდიდში საპატრულო პოლიციის შენობასთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი შს სამინისტროს ჩხოროწყუს პოლიციის განყოფილების თანამშრომელია. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს.უწყების ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.პოლიციის თანამშრომელს მიკროავტობუსი მაშინ დაეჯახა, როცა ის ქვეითად გზის გადაკვეთას ცდილობდა. მძღოლს შემთხვევის ადგილი არ მიუტოვებია.