დაბა ურეკში მაშველებმა ზღვაში დახრჩობას სომხეთის სამი მოქალაქე გადაარჩინეს. მშობლები და 15 წლის გოგონა ზღვის სიღრმიდან გამოსვლას ვეღარ ახერხებდნენ. ტურისტები მაშველებმა უვნებლად გამოიყვანეს, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.