პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს - ემზარ კვიციანსა და გიგა ბოკერიას შორის დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება სუს-ის უფროსის ანგარიშის მოსმენის დახურვის საკითხმა გამოიწვია. "პატრიოტთა ალიანსის" წევრმა ბოკერიასთან მისვლა დააპირა, თუმცა ის მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა შეაჩერეს, იქამდე კი მან ბოკერიას მისამართით დარბაზში წყლით სავსე ჭიქა ისროლა. დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირების შესაწყვეტად, პარლამენტის თავმჯდომარემ სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოაცხადა.
იხილეთ:
ჩხუბი პარლამენტში: გიგა ბოკერიას საცემად გაქცეული ემზარ კვიციანი კოლეგებმა შეაკავეს