ბავშვთა სამყაროში გაჩენილი ძლიერი ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით ადგილზე მაშველთა 26 ბრიგადა მუშაობს. "შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. წუთი-წუთზე ველოდებით ხანძრის ლოკალიზებას", - აცხადებენ სამაშველო სამსახურში. ცეცხლი დაახლოებიტ ღამის სამ საატზე გაჩნდა და მალევე მთელ სენობას მოედო. კონკრეტულად რა ფართობზეა გავრცელებული ხანძარი ჯერ-ჯერობით უცნობია. თუმცა არსებული ინფორმაციით, ცეცხლი მთელ შენობას უკიდია. მათ შორის ოქროს სავაჭრო ცენტრს, რომელიც ამავე შენობაშია განთავსებული.