14:14
15 დეკემბერი, 2019, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
უკომენტაროდ
კადრები თელ-ავივიდან - რა ხდებობდა ადგილზე, როცა თელ-ავივი-ბათუმის ავიარეისის თვითმფრინავი იძულებით დაეშვა
24-05-2019

ავიაკომპანია El Al-ის სამგზავრო თვითმფრინავმა, რომელიც თელ-ავივი-ბათუმის ავიარეისს ასრულებდა, თელ-ავივის აეროპორტში იძულებითი დაშვება განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, აფრენის მომენტიდან თვითმფრინავს მარცხენა ძრავა გადაუხურდა. ავიალაინერი თელ-ავივის ბენ გურიონის საერთაშორისო აეროპორტში უსაფრთხოდ დაეშვა. თვითმფრინავში 194 მგზავრი იმყოფებოდა. მგზავრები და ეკიპაჟის წევრები არ დაშავებულან.

„ინტერპრესნიუსის“ დაუკავშირდა ტურისტული კომპანია Discovery-ს, რომელიც საქართველოში El Al-ის წარმომადგენელია.

„„ტექნიკური პრობლემის გამო, თვითმფრინავი დაჯდა და სხვა ბორტზე ადიან მგზავრები, რომელიც მოფრინავს 21:30 საათისთვის,სხვა ინფორმაცია ჯერჯერობით არ გვაქვს“, - განაცხადეს ტურისტული კომპანიაში.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები