თბილისი-რუსთავი-წითელი ხიდის მე-17-ე კილომეტრზე ხანძარია. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ხმელ ბალახს უკიდია, თუმცა არსებობს საფრთხე, რომ ხანძარი მწვანე ნარგავებზეც გავრცელდეს. "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის ადგილზე უკვე მობილიზებულია რუსთავის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ბრიგადა და მიმდინარეობს ცეცხლის ლიკვიდაცია.