პოლიციამ ზესტაფონში კრიმინალური ავტორიტეტი დააკავა. დაკავებულის ავტომანქანის ჩხრეკისას, ამოიღებულია "ტტ"-ს მოდელის ცეცხლსასროლი პისტოლეტი და 7 საბრძოლო ვაზნა. გამოძიება "ქურდული სამყაროს" წევრობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს, დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს