კადრები სოფელ ტოლებიდან, სადაც 2-სართულიანი სახლი ბუნებრივი აირის აფეთქებამ დაანგრია - 68 წლის მამაკაცი დამწვრობით კლინიკაში გადაიყვანეს - Palitra News

კადრები სოფელ ტოლებიდან, სადაც 2-სართულიანი სახლი ბუნებრივი აირის აფეთქებამ დაანგრია - 68 წლის მამაკაცი დამწვრობით კლინიკაში გადაიყვანეს

2019-02-19 20:17:26+04:00

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლებში ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა. აფეთქების დროს სახლში 68 წლის ნუკრი მეფარიშვილი იმყოფებოდა, რომელიც სხეულის ზედა ნაწილის დამწვრობით და სხვადასხვა დაზიანებით, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამტრედიის "ჯეო ჰოსპიტალსში" გადაიყვანა. ადგილობრივების განცხადებით, ნგრევის და აფეთქების ხმა 1 კმ-ს რადიუსით გავრცელდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახური, პოლიცია და ,,სოკარ გაზის" სამტრედიის წარმომადგენლობა.