გორის რაიონში, სოფელ ქიწნისთან მომხდარ ავარიას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. "ოპელის" მარკის ავტომანქანა ვაშლით დატვირთულ სატვირთო ავტომობილს შეეჯახა. ავარიის შედეგად ადგილზე დაიღუპა 20 და 23 წლის ორი მამაკაცი, მესამე 18 წლის ახალგაზრდა კი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.