სკოლებში ვაშლების დარიგება დაიწყო. ერთ-ერთი სკოლა, რომელშიც ჯანსაღი ცხოვრების კამპანიის ფარგლებში ვაშლები შეიტანეს, თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზიაა. როგორც სკოლის დირექტორმა თამარ კაპანაძემ განაცხადა, სკოლაში ვაშლები 2 ათასზე მეტ მოსწავლეს დაურიგდება. მისივე თქმით, ვაშლები იყო სათითაოდ შეფუთული, განთავსდა კალათებში, რომლებიც კლასებთან დგას და მოსწავლეებს მეორე გაკვეთილის შემდეგ შეუძლიათ ვაშლი მიირთვან.