შარტავას ქუჩაზე ავარია მოხდა. ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა. სასწრაფო დახმარების ექიმის თქმით, ერთ-ერთმა პირმა ფეხის ტრავმა მიიღო.ადგილზე სასწრაფო და საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული.