14:44
21 ოქტომბერი, 2020, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
კადრები, რომელშიც ჩანს, რომ აღმაშენებლის გამზირზე გამართულ აქციაზე ოთო კახიძე იარაღით იმყოფებოდა
24-07-2017

„ევროპული საქართველოს“ მიერ, აღმაშენებლის გამზირზე გამართულ აქციაზე, პარლამენტის წევრი ოთო კახიძე იარაღით იმყოფებოდა.
palitravideo.ge დავუკავშირდა ოთო კახიძეს და ჰკითხა აქვს თუ არა იარაღის ტარების უფლება და დაარღვია თუ არა კანონი აღმაშენებელზე მარშის მიმდინარეობის დროს.
მან განაცხადა, რომ ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება აქვს და მას არ დაურღვევია კანონი.
„ლეგალურად ვისაც აქვს, დაცვის თანამშრომლებიც არიან, რომლებსაც აქვთ ცეცხლსასროლი იარაღი ასევე, ვინც იცავენ მათ აქვთ ჩვეულებრივად. მე ეს იარაღი გამოსაჩენად არ მქონდა. კი საქამრეზე იარაღი მიკეთია, ვატარებ ხოლმე ჩვეულებრივ, მაქვს უფლება და გაფორმებულია. ამით არანაირი კანონი არ დამირღვევია.”- განაცხადა ოთო კახიძემ.
თუმცა, შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ, იქონიონ ცეცხლსასროლი იარაღი, ფეთქებადი, ადვილაალებადი, რადიოაქტიური ნივთიერება ან ცივი იარაღი;
„საიას“ იურისტი გიორგი გოცირიძე ადასტურებს კანონში არსებულ ჩანაწერს და ამბობს, რომ კანონი გამონაკლისს არ უშვებს იმ პირებისთვისაც კი, რომლებსაც კანონით აქვთ იარაღის ტარების უფლება.
„ეს არის შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონის მე-11 მუხლის მეორე პუნქტი და აქ პირდაპირ წერია, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეს ეკრძალება იქონიოს ცეცხლსასროლი იარაღი, ფეთქებადი, ადვილადაალებადი, რადიოაქტიური ნივთიერება ან ცივი იარაღი, ეს არის კონკრეტული მოთხოვნა.
აქ მნიშვნელობა არ აქვს პირს აქვს თუ არა იარაღის ტარების უფლება, ესეთ გამონაკლისს არ ითვალისწინებს კანონი.“ - გიორგი გოცირიძე

AutoPlay
სვანეთში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
გამოქვეყნდა 3 წუთის წინ
დღეს გახდება ცნობილი, გადაეცემა თუ არა სასამართლოს არსებითად განსახილველად ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმე
გამოქვეყნდა 4 წუთის წინ
ნათია მეზვრიშვილი უწყებათაშორისი საბჭოს ფორმატის ცვლილებასა და გაფართოებას გამორიცხავს
გამოქვეყნდა 5 წუთის წინ
აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული 637 პირი კოვიდკლინიკებში მკურნალობს, აქედან 24 არასრულწლოვანი და 30 ორსულია
გამოქვეყნდა 6 წუთის წინ
ბერდია სიჭინავას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 78 პირი იმყოფება ხელოვნური სუნთქვის აპარატზე
გამოქვეყნდა 9 წუთის წინ
მგზავრის მიერ პირბადის გაკეთებაზე უარის გამო ავტობუსი 116 შემთხვევაში არ დაიძრა
გამოქვეყნდა 10 წუთის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
labu
25-07-2017
ეგ ხომ ოოოოტოოო კახიძეაააააა
სხვა სიახლეები