ლილოში ე.წ. ჩინელების ბაზარში ძლიერი ხანძრის გამო მოვაჭრეებმა საწყობებიდან საქონელი სპონტანურად გამოიტანეს. „პალიტრა ნიუსის“ მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს თუ როგორ ცდილობენ საწყობებში შენახული პროდუქციის ხანძრისგან გადარჩენას. ხანძრის შედეგად დამწვარია, დაახლოებით 1 000 კვ.მ. ფართობი და პროდუქციის ნაწილი. ადგილზე მობილიზებულია 17 სახანძრო და 2 სამაშველო ბრიგადა.