მაშველებმა ყვარელში ნანგრევებში მოყოლილი ადამიანი გადაარჩინეს. ყვარელში, საცხოვრებელი სახლის დემონტაჟის დროს ჩამოინგრა კედელი, რის შედეგადაც ნანგრევების ქვეშ, მოყოლილი იყო ადამიანი. მოქალაქე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის მიერ გადაყვანილია სტაციონარში. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევის ადგილზე მუშაობდა 2 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური“, - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.