თბილისში, პეკინის ქუჩაზე, სამარშრუტო ტაქსი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი ბასლეინზე გადადიოდა, რა დროსაც მას სამარშრუტო ტაქსი დაეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა, რომელმაც დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანა. ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მუშაობენ.