ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალწმინდაში ერთმანეთს სამი ავტომანქანა შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, "ბმვ"-ს მარკის ავტომობილი ჯერ სატვირთო ავტომაქანას შეეჯახა, შემდეგ კი - ჯიპს. შემთხვევის შედეგად "ბმვ"-ს ავტომობილის მძღოლი ადგილზე დაიღუპა. შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულები. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა კლინიკაში გადაიყვანა.მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.