ქუთაისის მეორე საჯარო სკოლაში ჭერი ჩამოინგრა.სკოლაში სასწავლო პროცესი დასრულებულია და ამიტომ შენობაში ბავშვები არ იმყოფებოდნენ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.ნგრევის გამომწვევი მიზეზები ამ დროისათვის უცნობია, სკოლას რეაბილიტაცია ერთი წლის წინ ჩაუტარდა.დირექტორის თქმით, მომხდარის შესახებ იმ კომპანიას აცნობეს, რომელმაც სამუშაოები ჩაატარა. დირექტორის განცხადებით, აღნიშნული კომპანია სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს.