გუდაური-ფასანაურის მონაკვეთზე მოძრაობა პარალიზებულია. ავტომობილები საცობში არიან გაჩერებულები და გზის გახსნას ელოდებიან. საავტომობილო გზაზე მოძრაობის შეზღუდვა ავტობუსის დაზიანებამ გამოიწვია, რის გამოც რამდენიმე კილომეტრიანი საცობი შეიქმნა.