ძლიერმა სეტყვამ ახმეტის მუნიციპალიტეტი დააზარალა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა სოფელ ქისტაურში. ნახევარსაათიანმა სტიქიამ ვენახები, სიმინდი, ხეხილის ბაღები და საკარმიდამო ნათესები გაანადგურა. როგორც ახმეტის მერმა იოსებ ქარუმაშვილმა განაცხადა, უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა სოფელ ახშანის გზაზე, სადაც ხეებია წაქცეული. სეტყვამ და წვიმამ ზიანი მიაყენა თელავის მუნიციპალიტეტსაც. ზოგიერთ ადგილას ძლიერმა წვიმამ გზებზე ქვა-ღორღი და ნაშალი მასალა ჩამოიტანა.