თბილისში ინფექციური საავადმყოფოს ფანჯრებს რამდენიმე ტყვია ესროლეს, ერთ-ერთი პაციენტის ცნობით, პალატის ფანჯარაში რამდენიმე ტყვია შევარდა, მათ შორის, ერთი საწოლსაც მოხვდა. მისი თქმით, სავარაუდოდ, გასროლა საავადმყოფოს წინ მდებარე კორპუსიდან განხორციელდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.