მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. გალაკტიონის ხიდთან არსებული გვირაბის შესასვლელთან ავტომობილი ბორდიურს, ხოლო შემდეგ კედელს შეეჯახა. შეჯახების შედეგად მძღოლი მსუბუქად დაშავდა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.