ბათუმში, მე-14 საბავშვო ბაღთან თხევადი გაზის ბალონი აალდა. როგორც ბათუმის ბაღების გაერთიანების დირექტორი ნატალია ზაქარეიშვილი აცხადებს, ბალონის აალება მაშინ მოხდა, როდესაც მისი ჩანაცვლება მიმდინარეობდა. მისივე თქმით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.