კადრები და კომენტარები ავტობანიდან, სადაც ავარია მოხდა - ქვეითად მოსიარულეს ავტომობილი დაეჯახა, რასაც დამატებით 7 მანქანის შეჯახება მოჰყვა - Palitra News

კადრები და კომენტარები ავტობანიდან, სადაც ავარია მოხდა - ქვეითად მოსიარულეს ავტომობილი დაეჯახა, რასაც დამატებით 7 მანქანის შეჯახება მოჰყვა

2018-08-09 17:15:53+04:00

ავტობანზე ქვეითად მოსიარულეს ავტომობილი დაეჯახა, რასაც დამატებით 7 მსუბუქი ავტომობილის ერთმანეთთან შეჯახება მოჰყვა. შემთხვევისას, რომელიც შავშების მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, ქვეითად მოსიარულე დაშავდა , რომელიც ავტომაგისტრალის გადაკვეთას ცდილობდა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარებამ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანა.მსუბუქ ავტომობილებში მყოფმა მგზავრებმა კი მსუბუქი დაზიანებები მიიღეს. დაიწყო გამოძიება. დანაშაული 3-წლამდე პატიომრობას ითვალისწინებს. ავარიის გამო კი მაგისტრალზე მოძრაობა შეიზღუდა.