ჩხოროწყუს უნიციპალიტეტში, საფეხბურთო სტადიონზე გამართული მატჩი, სადაც ერთმანეთს ქალთა გუნდები ხობის „კოლხეთი“ და ჩხოროწყუს „სამეგრელო“ ხვდებოდა, ინციდენტით დასრულდა – „თაიმერს“ ხობის ქალთა ფეხბურთის კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ზურაბ ლატარიამ განუცხადა.“ მე, ცხოვრებაში არ მინახავს მსგავსი სიტუაცია. ჩემი გუნდიდან სამი ფეხბურთელია დაშავებული. ანა წულაია,მარი გოროზია და თათია ჯიშკარიანი. ფიზიკურად გაუსწორდნენ. გოგონებს აქვთ ტვინის შერყევა,ზუგდიდშიც მყავდა საავადმყოფოში და ექიმმა 5 დღიანი წოლითი რეჟიმი გამოუწერა“ – განაცხადა მწვრთნელმა.
ინფორმაციას timers.ge ავრცელებს.