ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმის სანაპირო ზოლი დაბინძურდა. ზღვიდან გამორიყული ნატანის გაწმენდით სამუშაოებს ბათუმის მერიის შპს "სანდასუფთავების" სამსახურის თანამშრომლები დილიდან ახორციელებენ. როგორც ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაში აცხადებენ , მძიმე ტექნიკა ზღვაში გამსვლელი არხების გაწმენდით სამუშაოებს ინტენსიურად ახორციელებს.