კადრები ბათუმიდან, სადაც ლიფტის შახტაში ჩავარდნის შედეგად, 4 ადამიანი დაშავდა - Palitra News

კადრები ბათუმიდან, სადაც ლიფტის შახტაში ჩავარდნის შედეგად, 4 ადამიანი დაშავდა

2019-07-29 11:50:11+04:00

ბათუმში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ლიფტის შახტაში ჩავარდნის შედეგად, 3 ადამიანი დაშავდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ლიფტში 4 ადამიანი იმყოფებოდა. როგორც ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში "აპლიტრანიუსს" განუცხადეს, 3 დაშავებული ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.ექმიების ინფორმაციით, სამივე მათგანს მოტეხილობები ფეხის არეში აღენიშნებათ. ხოლო მეოთხე ადამიანს, რომელიც ლიფტში იმყოფებოდა, სამედიცინო დახმარება არ დასჭირდა. შემთხვევა აღმაშენებილის #2 ნომერში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მოხდა.