ბათუმში მეშვიდე საჯარო სკოლის მოსწავლე სავარაუდოდ, დაჭრეს. მოზარდი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, მოზარდს ფეხის არეში მსუბუქი ჭრილობა აქვს. როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, თავად მოზარდი დაჭრის ფაქტს უარყოფს და აცხადებს, რომ ჭრილობა დაცემის შედეგად მიიღო.
ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.