ბახმაროს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტომობილი ნაწვიმარ გორაკზე მოსრიალდა და ამობრუნდა. მანქანაში მყოფი სამი მგზავრიდან ერთმა მანქანიდან გადმოხტომა მოასწრო. თვითმხილველების ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი მგზავრია დაშავებული, რომელთაც სხვადასხვა სახის დაზიანებები აქვთ მიღებული. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ჩოხატაურის კლინიკაში გადაიყვანა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.