კადრები ავლაბრის აღმართიდან, სადაც ავარია მოხდა: ავტომობილმა ჯებირი გაარღვია და გზიდან რიყის პარკში გადავარდა - Palitra News

კადრები ავლაბრის აღმართიდან, სადაც ავარია მოხდა: ავტომობილმა ჯებირი გაარღვია და გზიდან რიყის პარკში გადავარდა

2018-05-17 11:33:41+04:00

ავლაბრის აღმართზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. „ჰონდას“ მარკის ავტომობილმა სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა, დამცავი ჯებირი გაარღვია და გზიდან რიყის პარკში გადავარდა. შემთხვევის დროს ავტომანქანაში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა, რომელიც არ დაშავებულა. მძღოლის თქმით მის მანქანას ბეტონმზიდი დაეჯახა, რის გამოც საჭე ვერ დაიმორჩილა და ბორდიური გაარღვია