გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში სასწავლო წელი დასრულდა. მეექვსე, 2017 წლის გამოშვება ლიცეუმის სამწყობრო მოედანზე საზეიმო ცერემონიალით აღინიშნა. 2017 წელს კადეტთა სამხედრო ლიცეუმი 76 კადეტმა დაასრულდა, რომელთაგან 8 ოქროს და 2 ვერცხლის მედალოსანია. კადეტებს სერტიფიკატები, ლიცეუმის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს კი სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. მეექვსე გამოშვებისადმი მიძღვნილი ცერემონიალი კონცერტითა და საზეიმო მიღებით დასრულდა.