კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მერვე გამოშვებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. სამხედრო ლიცეუმი 62-მა კადეტმა დაამთავრა. ღონისძიებაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართა და სასწავლო პროცესის წარმატებით დასრულება მიულოცა. ღონისძიების ოფიციალური ნაწილი სერტიფიკატების გადაცემით დასრულდა.