ქუთაისში, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მეცხრე გამოშვებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართა და სასწავლო პროცესის წარმატებით დასრულება მიულოცა. ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა. კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები გადაეცათ, ლიცეუმის თანამშრომლები კი, მედლებით დაჯილდოვდნენ.
სამხედრო ლიცეუმი წელს 65-მა კადეტმა დაამთავრა, რომელთაგან 4 ოქროსა და 2 ვერცხლის მედლის კანდიდატია. 41 კურსდამთავრებული სწავლას ეროვნული თავდაცვის აკადემიაში განაგრძობს. აღსანიშნავია, რომ აქედან 5 გოგონაა.