"კაჭრეთში სემინარზე მენეჯმენტისა და კოორდინაციის გაუმჯობესების თემებს გავდივართ" – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს კაჭრეთში, სასტუმრო "ამბასადორში" განუცხადა, სადაც მეორე დღეა, მმართველი პოლიტიკური გუნდის სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. ამასთან, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებზე, კონკრეტულ პერსონებზე საუბარი ნაადრევია.