კაჭრეთში, მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძრის ქრობაში ვერტმფრენი ჩაერთო - Palitra News

კაჭრეთში, მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძრის ქრობაში ვერტმფრენი ჩაერთო

2019-08-20 16:09:42+04:00

კაჭრეთში, მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძრის ქრობაში ვერტმფრენი ჩაერთო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო კაჭრეთში ცეცხლი ტყის ქვედა საფარს და საძოვარს უკიდია. უწყების ცნობით ამ ეტაპზე სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. ადგილზე მობილიზებულია კაჭრეთის და გურჯაანის 4 სახანძრო-სამაშველო მანქანა და 20-მდე მეხანძრე-მაშველი.