ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც დაიღუპა სულ მცირე 3 და დაშავდა 11 ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, მათ განსხვავებული მონაცემები მიაწოდა ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა პირმა, რომელმაც განაცხადა, რომ დაღუპულია სულ მცირე 5 და დაშავებულია 21 ადამიანი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქალაქში „ტერორისტებმა“ რაკეტები სატვირთო ავტომობილის საშუალებით შეიტანეს. დაჯგუფება „თალიბანი“ მომხდართან კავშირს უარყოფს.