ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, მთავარი დიპლომატიური რაიონის მახლობლად რამდენიმე რაკეტა ჩამოვარდა, რის გამოც უცხო ქვეყნების საელჩოები საგანგებო რეჟიმში გადავიდნენ. დაშავებულთა შესახებ ჯერ-ჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება და არც ის არის ცნობილი, თუ ვინ დგას თავდასხმის უკან. შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, რამდენიმე რაკეტა ორი სატრანსპორტო საშუალებიდან ისროლეს. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქების შემდეგ დიპლომატიური რაიონი სასწრაფოდ ჩაიკეტა, ხოლო საელჩოების თანამშრომლები უსაფრთხო თავშესაფრებში გადაიყვანეს. ინფორმატორის ცნობით, მან მინიმუმოთხი რაკეტის დაცემის ხმა გაიგო ე.წ. მწვანე ზონის მახლობლად, სადაც არაერთი ქვეყნის საელჩო და ნატო-ს ოფისი მდებარეობს. ამჟამად ავღანეთის უსაფრთხოების სამსახური მომხდარის დეტალებს სწავლობს.